ტურიზმის ერთი “უცნაური” სახეობა ბალიზე – სულიერი

◘ როგორ შეიძლება, შეათავსო დინამიური, აქტიური ცხოვრება და შინაგანი წინსვლა? ეს შესაძლებელია ბალის კუნძულზე (ინდონეზია), რომელსაც სხვაგვარად “ღმერთების კუნძულსაც” უწოდებენ.

bali-the-island-of-gods

 

შრი ჩინმოი: “ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც ვესტუმრე უკანასკნელი 15 ან 16 წლის განმავლობაში, ბალი უდაოდ საუკეთესოა. მას გააჩნია ყველაფერი: გულწრფელობა , უბრალოება , სიწმინდე , ადამიანობა და სიმშვიდე. თუ არსებობს რაიმე ღვთიური თვისება, რომელიც მას აკლია?”

“ბალიმ შეინარჩუნა თავისი ხელშეუხებელი სიწმინდის უმეტესი ნაწილი. აქ თქვენ მედიტირება არ გჭირდებათ; ბუნება იმედიტირებს თქვენს მაგივრად. დილაადრიან თუ გაისეირნებთ სოფლებში, მათი ღვთიური თვისებები შემოვა თქვენში და თქვენ სხვა პიროვნება გახდებით. აქ, ბალიზე, თავად ბუნება დააჩქარებს თქვენს შინაგან პროგრესს!”

“ეს ადგილი ზეცაა დედამიწაზე. თუ ბიზნესმენს მოუნდება აქ ფულის გაკეთება, ის შეიძლება პრობლემას წააწყდეს. მაგრამ  ცნობიერების თვალსაზრისით, ბალი საუკეთესოა – როგორც შინაგანად ასე გარეგანად.”

სტუმრად აღმოვჩნდით სოფელ სუდაჯიში (ჩრდილოეთი ბალი, ქ. სინგარაჯა), ერთ საინტერესო ადამიანთან, სახელად ზანზანთან. ის ბალიზე სულიერი და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას ცდილობს. რამოდენიმე დღე მასთან გავატარეთ. ეს იყო დაუვიწყარი რამ. შესანიშნავი პატარა eco-სახლები, ბამბუკისაგან აშენებულები;  მშვენიერი სასადილო ოთახი; სამედიტაციო დარბაზი, ეკზოტიკური ხედი ეზოში, პატარა ტაძრით. სახლის ირგვლივ – ბრინჯის მინდვრების ტერასები, პალმები, წმინდა ტაძრები, ჩანჩქერები და ბევრი სხვა ეკზოტიკური რამ. წვენის დასალევი საწრუპიც კი – არა პლასმასის, არამედ ბალახის ღეროსაგან იყო დამზადებული.

 

 

 

დედამისი გვიმზადებდა ეკზოტიკურ უგემრიელეს საჭმელებს და გვთავაზობდა კერძებს ქოქოსის პალმის ფოთლებზე. ბევრი ტროპიკული ხილი პირველად ვნახეთ და ვიგემეთ – გემო ფანტასტიკური ჰქონდათ. ის არ გამოიყენებდა  კოღოების და მოსკიტების საწინააღმდეგო ქიმიურ სპრეებს, მხოლოდ ბუნებრივ ზეთებს და შედეგად, კოღოები არც იყო იქ, ერთი ორი თუ გაიფრენდა, მხოლოდ:)  მედიტაციები მართლაც შესანიშნავი იყო. მედიტაციის დარბაზის შუაში ცეცხლი იყო დანთებული, ირგვლივ მოთავსებული უზარმაზარი არომატული ჩხირებით და ტიბეტური ზარებით, რომელთ ხმაზეც ვიწყებდით მედიტაციას.

ერთ ერთ უზარმაზარ ჩანჩქერზე ლაშქრობის და მის წინ მედიტაციის შემდეგ გავსინჯეთ ყავა “ლუვაკი”:)  ძალიან ეკზოტიკური სასმელია. არსებობს ესეთი ცხოველი ლუვაკი, რომელიც მხოლოდ საუკეთესო ყავის მარცვლებით იკვებება. ეს მარცვლები გადის ფერმენტაციის პროცესს მის კუჭში. როდესაც ის ამ მარცვლებისაგან თავისუფლდება, მარცვლებს რეცხავენ და ხალავენ:)  ყავა ძალიან ძლიერი გამოდის. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავაა:)

ZanZan-ი თავის სასტუმროების კომპლექსს უწოდებს “AUM-Unity” (“ომუნიტი”), აი ამ კომპლექსის რამოდენიმე სურათი

ხოლო სიტყვა “სუდაჯი” ნიშნავს: “წმინდა ცოდნას
–––––––––––––––––––––––––––
წყარო

 

loading...