fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ახალი კოშმარი ბერძენი მოდელისთვის, რომელიც ამ დრომდე ჩინეთის ციხეში იმყოფება

ახალგაზრდა ბერძენი გოგონა, რომელიც 2017 წლის ნოემბერში კოკაინის გადატანის ბრალდებით ჩინეთში დააკავეს, კვლავ ციხეში რჩება. მიტილინელი მოდელი უკვე მეორე შობას ატარებს ოჯახისგან მოშორებით და ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც მარტში გაიმართება. ის ეცდება დაამტკიცოს, რომ არაფერი იცოდა კოკაინის შესახებ, რომელიც მას ჩანთით მიჰქონდა ჰონგ-კონგში. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მისთვის მახე იყო.

ოჯახის ადვოკატი გასული წლის 22 იანვარს იტყობინებოდა, რომ მის დაბადების დღეზე გოგონას უფრო მკაცრ ციხეში გადაიყვანდნენ, ვინაიდან ამ დრომდე არასრულწლოვანთა საკანში რჩებოდა.

საბოლოო ინფორმაციით, გოგონას სასამართლო, 7 მარტს გაიმართება და ზუსტად 7 დღე დასჭირდება მოსამართლეს გადაწყვიტოს მისი მომავალი.

ახლა მხოლოდ იმის საშიშროება არსებობს, რომ მას გაცილებით მკაცრ ციხეში გადაიყვანენ, სადაც ბევრად გაუჭირდება ვითარებასთან შეგუება.

onalem

ტესტ