fbpx
მსოფლიო

რომელ ქვეყანაში მარტივდება არალეგალი ემიგრანტების გაძევება – ახალი კანონი!

იტა­ლი­ა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე შს მი­ნის­ტრის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ი­მიგ­რა­ციო დეკ­რე­ტი ძა­ლა­ში შე­ვი­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას France 24 ავ­რცე­ლებს.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მარ­ტივ­დე­ბა ქვეყ­ნი­დან მიგ­რან­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბა, ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბა კი კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა. დეკ­რეტს, სე­ნა­ტის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტის 396-მა დე­პუ­ტატ­მა 99-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­უ­ჭი­რა მხა­რი.

“ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა”, – გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შს მი­ნის­ტრმა მა­ტეო სალ­ვი­ნიმ.

კა­ნო­ნის მი­ღე­ბას წინ უძღო­და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ჯუ­ზე­პე კონ­ტეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­როს მიგ­რა­ცი­ის პაქ­ტის­გან იტა­ლი­ის დის­ტან­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ. მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტი “ბოლო სი­ტყვას იტყვის” და რომი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის კონ­ფე­რენ­ცი­ას არ და­ეს­წრე­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ იზრდე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შეძ­ლე­ბენ მიგ­რან­ტე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვონ, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვას უცხო­ელს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას და­ე­მუქ­რე­ბა.

ასე­ვე, იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვის ვადა იზ­რდე­ბა და 2-ის ნაც­ვლად 4 წელი იქ­ნე­ბა.

onalem

ტესტ