fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთისაზოგადოება

ახალი კანონები საბერძნეთში: რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ გაგვძარცვეს და რატომ ათავისუფლებენ ქურდებს?!

საბერძნეთის მართლმსაჯულების სფეროში არსებული კანონები ზოგიერთ შემთხვევაში გამაოგნებელია და დღეს მათ რიცხვს კიდევ ორი ქვეთავი შეემატა, რომელიც ძარცვის დანაშაულს გულისხმობს. ქვეყნის დედაქალაქი კრიმინალური ქმედებების ბუდედ იქცა, რამაც შესაბამისად გაზარდა მომჩივანთა რიცხვიც და პოლიცია მსგავსი საქმეების გამოძიებაში დროის ზედმეტად კარგვას აღარ აპირებს. რას გულისხმობს ახალი კანონი?

  1. თუ ვინმე თქვენს სახლში შემოიჭრება და წაიღებს საფულეს, წაიყვანს მანქანას ან მატერიალურ ზიანს მიაყენებს თქვენს საკუთრებას, აუცილებელია შეავსოთ ოფიციალური საჩივარი მომხდართან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ლოგიკურია, თუმცა, დღევანდელ დღემდე, მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში საქმე ავტომატურად აღიძვრებოდა და პოლიცია გამოძიებას იწყებდა, თუმცა, დღეიდან თქვენი დანაკარგის შესახებ საჩივარის შესავსებად 50 ევროს გადახდა მოგიწევთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ გამოძიებას.
  2. თუ ვინმე თქვენს სახლში შეიჭრა მაშინ, როცა იქ არ იმყოფებოდით და წაიღო ძვირადღირებული ნივთები, პოლიციას უფლება ექნება დააკავოს ის ძარცვის ბრალდებით, მაგრამ თუ თქვენ დროულად არ განაცხადებთ და თუ მოპარული ნივთების ღირებულება 12.000 ევროს არ აღემატება, მძარცველი ავტომატურად გათავისუფლდება.

onalem

ტესტ