fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ახალი ჩვენება ლაგუდის საქმეში: “დავინახე ორი ადამიანი ტბაში რაღაცას აგდებდა”

44 წლის ქალის ტრაგიკული სიკვდილის საქმეს დასასრული არ უჩანს. პოლიცია დაბნეულია, რადგან თვითმკვლელობის ვერსიის სიმყარეს სხვადასხვა დეტალები ნელნელა ასუსტებს. ვრცელდება ახალი ჩვენება, რომელიც ერთ-ერთმა მამაკაცმა მისცა.

მისი ინფორმაციით, მან დაინახა ორი ადამიანი, რომელთაც იმ ადგილას, სადაც ირინი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს, ტბაში რაღაც გადააგდეს.

ასევე, უამრავ კითხვას აჩენს ფაქტი, რომ 44 წლის ქალის მანქანა კამერებმა 14:00 საათზე დააფიქსირეს, დაახლოებით 15 წუთის სავალზე მისი პოვნის ადგილიდან. ეს კი იმის მტკიცებულებაა, რომ 16:00 საათამდე მანქანა იმ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ იყო.

მონადირის მიერ მიცემულ ჩვენებაშიც ნათქვამია, რომ იმ ტერიტორიაზე, 15:30 საათიდან 16:00 საათამდე მანქანა არ შეუნიშნავს.

ქალის მანქანაში საათი 19:40 საათზე გაჩერდა. ამიტომ საინტერესოა რა მოხდა 15:30 საათამდე.

თავის მხრივ ოჯახი და ნათესავები აცხადებენ, რომ 44 წლის ირინის თვითმკვლელობისთვის არანაირი მიზეზი არ ჰქონია.

onalem

ტესტ