fbpx
საზოგადოება

ათინა ონასი ისევ შეყვარებულია!

როგორც ჩანს, ალვაროსთან განქორწინების შემდეგ, ათინა ონასმა ახალი ცხოვრება დაიწყო…. უფრო მეტიც, ის შეყვარებულია!

”ოქროს მემკვიდრე” თავის ახალ სიყვარულს საიდუმლოდ ინახავს, ურთიერთობა ჯერ ჩამოყალიბების სტადიაშია. ამის შესახებ მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებმა იციან.

როგორც ცნობილია, ათინას თბილი ურთიერთობა ჰქონდა იტალიელ მილიონერ სპორტსმენთან, რომელიც გატაცებულია ტენისითა და ცხენოსნობით. მისტერ X მილანში ცხოვრობს და ამბობენ, რომ ის და ათინა რამდენიმე თვის წინ საქველმოქმედო საღამოზე შეხვდნენ. ათინას მეგობრები ადასტურებენ, რომ წყვილმა მას შემდეგ შეხვედრები გააგრძელა და ისინი ერთად დაფრინავენ ბელგიიდან იტალიაში და პირიქით.

ამ მომენტისთვის, ათინა ცდილობს, რომ თავისი წარსული ერთხელ და სამუდამოდ უკან დატოვოს. ის საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა და ახალი სანაცნობო წრე შეიძინა, რაც ნიშნავს, რომ ის ალვაროს გარემოცვისგან გათავისუფლებას მაქსიმალურად ცდილობს.

ალვარო ათინას ახალი ურთიერთობით აღშფოთებულია. მას ურჩევნია ათინას დაუცველს ხედავდეს, ვიდრე ძლიერი მამაკაცის მფარველობის ქვეშ. როგორც უკვე იცით, ალვარო ათინა ონასისგან კომპენსაციის სახით დიდი ოდენობით თანხას ითხოვს. ამავე დროს ის ამტკიცებს, რომ ათინას ფსიქიკური აშლილობა აქვს.

onalem

ტესტ