fbpx
კრიმინალი

ატიკა: 280, 000 ევროს ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ორი უცხოელი

280, 000 ევრო  – ეს არის თანხა, რომელიც კრიმინალურმა დაჯგუფებამ საერთო ჯამში ატიკის რეგიონში მდებარე კიოსკებიდან მოიპარა. საბერძნეთის პოლიციამ ორი დამნაშავე დააპატიმრა.

პატრას უსაფრთხოების დეპარტამენტმა კრიმინალური დაჯგუფება ამოიცნო, ვინაიდან თითოეულ ქურდობას ერთი “ხელწერა” ჰქონდა.

დაჯგუფების ორი წევრი ატიკის რეგიონში, კერძოდ, ნეა ფილადელფიასა და ელევსინაში აიყვანეს. ერთ-ერთი 36 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე 16 წლის ალბანელი მოზარდი. მათ ბრალად ედებათ არა მხოლოდ ძარცვა, არამედ მოპარული საქონლის უკანონო გაყიდვა და იარაღის უკანონო შენახვა. ისინი ასევე უკანონოდ ყიდდნენ სიმ-ბარათებსა და მობილურ ტელეფონებს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. პოლიციის მიერ იძებნება დაჯგუფების კიდევ 9 წევრი. ექვს მათგანზე პოლიციას გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს: 4 უცხოელი 26, 27, 28 და 30 წლის, ხოლო ორი მათგანი 24 და 43 წლის ბერძენია.

ისინი აღნიშნულ საქმიანობას ბოლო 6 თვის მანძილზე ეწეოდნენ. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებლიდან დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და იარაღი ამოიღო.

onalem

ტესტ