fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: როგორ უნდა ნახოთ ტელეფონში რომელი ავტობუსი თუ ტროლეიბუსი რამდენ წუთში მოდის

ათენში გადაადგილება, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, საკმაოდ რთულია. ამიტომ საჭიროა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის, რომელ გაჩერებაზე და რამდენ წუთში მოვა ჩვენთვის სასურველი ავტობუსი თუ ტროლებუსი. ამისთვის კი მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტია საჭირო.

იმისთვის, რომ ეს აპლიკაცია გადმოვწეროთ, უნდა შევიდეთ ანდროიდის (სამსუნგის და ა.შ.) ქონის შემთხვევაში Play Store-ში, ხოლო Iphone-ს შემთხვევაში App store-ში.

საძიებო ველში ვწერთ OASA telematics  და შევდივართ პირველივე აპლიკაციაში, რომელსაც ტელეფონი გვიჩვენებს.

უნდა გამოიყურებოდეს ასე:

შემდეგ ვაჭერთ ჩამოტვირთვის ფუნქციას და მენიუში გამოჩნდება ახალი აპლიკაცია (რომელსაც გასმული აქვს წითელი ხაზი) ასეთი სახით:

ამის შემდეგ ვხსნით აპლიკაციას და პირველივე საძიებო ველში ვწერთ ავტობუსის ან ტროლეიბუსის ნომერს, რომელიც იმ მომენტში ჩვენი ინტერესის საგანია. მაგალითად: N608

პირველ ხაზში ნაჩვენებია დრო, თუ როდის გამოდის ავტობუსი ტერმინალიდან, ხოლო მეორე ხაზში ნაჩვენებია, როდის ბრუნდება უკან.

ასევე თუკი დააჭერთ გრაფას Arrivals, აპლიკაცია გიჩვენებთ გაჩერებებს, რომლებიდანაც სასურველს ამოირჩევთ და შემდეგ დაეწერება, თუ რამდენი წუთი დარჩა ავტობუსის მოსვლამდე. მაგალითად გაჩერება AKADIMIAS (იქვე ეწერება თითოეული ავტობუსი, რომელიც ამ გაჩერებასთან აჩერებს)

ვარსკვლავი, რომელიც ზემოთა მარჯვენა კუთხეშია მოცემული, ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ავტობუსის ნომერი, როგორც თქვენი ფავორიტი და დააჭიროთ ვარსკვლავს, რის შემდეგაც აპლიკაციაში შესვლისას, ავტობუსის ნომერი დაგხვდებათ პირველივე გვერდზე და მისი ხელახლა მოძებნა საჭირო არ არის.

მაგალითად: ჩამოთვლილი ავტობუსის ნომრები 140, 171 და ა.შ. მონიშნულია, როგორც ფავორიტი, ამიტომ ისინი პირდაპირ გამოჩნდა ეკრანზე.

onalem

ტესტ