fbpx
საზოგადოება

ათენი: ქალმა ქორწინების თავიდან ასაცილებლად პოლიციაში გაუპატიურების შესახებ განაცხადა

უცნაური ინციდენტი ათენში მოხდა, როცა გიზიში მცხოვრები 34 წლის ქალი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ  თავს დაესხნენ, ჭრილობები მიაყენეს და მის გაუპატიურებას შეეცადნენ. საოცარია, მაგრამ მას სხეულზე მართლაც ჰქონდა დაზიანებები.

როგორც ქალი ამბობდა, შემთხვევა გასულ ოთხშაბათს დაახლოებით 21:00 საათზე, გიზიში მოხდა, როდესაც ის კლინიკას ტოვებდა, სადაც სტომატოლოგად მუშაობს. მახლობლად კი მანქანა ჰყავდა დაყენებული.

პოლიციამ გამოძიებისას რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, პირველი ის, რომ ქალის თქმით, ის ყვიროდა, მაგრამ ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მისი ხმა, რატომღაც არავის გაუგია. ხოლო მეორე უცნაური ფაქტი იყო ის, რომ როგორც განაცხადა, ხელჩანთა თან არ ჰქონდა, რაც ასევე არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიცია მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენებები ყალბი იყო, რაც ქალმა მოგვიანებით თავადაც აღიარა და თქვა, რომ ჭრილობები მუცლის, თეძოებისა და მკერდის არეშე თავად, დანით მიიყენა და გაუპატიურების მცდელობის შესახებ ამბავი მოიგონა, რათა თავის საქმროსთან მოსალოდნელი ქორწინება თავიდან აერიდებინა.

ახლა კი 34 წლის ქალს ყალბი ჩვენების მიცემისთვის გაასამართლებენ.

onalem

ტესტ