fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: პოლიცია კვირას დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

კვირას, 4 თებერვალს, ათენის ცენტრში დაგეგმილი აქციის ფარგლებში საბერძნეთის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურ გამკაცრებას გეგმავს.

პოლიცია აქციის ტერიტორიას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი ინციდენტები. ანტი-ავტორიტარულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია სცადონ.

ამავე დროს, ტრანსპორტისთვის ქალაქის ცენტრში გადაადგილება შეზღუდული იქნება. განთავსდება ღობეები და დაიკეტება სამი მეტროსადგური. პოლიცია აღნიშნულ ადგილებში მუდმივად იტრიალებს.

აქცია სინდაღმაზე 14:00 საათზე დაიწყება და ექსპერტების აზრით 1 მილიონი ადამიანი შეიკრიბება.

მთავარი მოსაუბრეები იქნებიან მიკის თეოდორაკისი და გიორგოს კასიმატისი. ტრიბუნები ერმუს ქუჩაზე დაიდგმება.

onalem

ტესტ