fbpx
საზოგადოება

ათენი: იარაღი, ყუმბარები და სხვა სახის ბომბები საცხოვრებელ ბინაში

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა, რომელიც “გორგოპოტამოს” საქმეშია გარეული და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

მამაკაცი ალბანეთის მოქალაქეა.

კერძოდ, საცხოვრებელ სახლში გაწმენდითი სამუშაობის პროცესში ონკანის ქვეშ იარაღი, ყუმბარები და სხვადასხვა სახის ბომბები იპოვეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ პოლიციას შეატყობინეს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, აქვს თუ არა ალბანელ პატიმარს კავშირი აღნიშნულ იარაღთან, რის გამოც, ბომბებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. პოლიცია დაადგენს, არის თუ მათზე მამაკაცის თითის ანაბეჭდები ან დნმ-ის კვალი.

შეგახსენებთ, რომ “გორგოპოტამოს” საქმე ითვალისწინებდა კორიდალოს ციხიდან მასობრივი გაქცევის გეგმას, რომლის ორგანიზატორებსაც კავშირი ჰქონდათ ისეთ პირებთან, რომლებიც დიდი რაოდენობით იარაღს ფლობდნენ.

onalem

ტესტ