fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენის ტრადიციული III საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მინი-ფეხბურთში.

2017 წლის 20-21 მაისს, „კავკასია“ და „ათენის ქართველი ახალგაზრდების“ ორგანიზებით, წარმატებული ორწლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, გაიმართება „ათენის III საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მინი-ფეხბურთში“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველო-საბერძნეთის 25 წლიან ნაყოფიერ დიპლომატიურ თანამშრომლობას.

ურნირში, ქართულ გუნდებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ როგორც ათენის სხვადასხვა ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციების საფეხბურთო კლუბები (ჯამში 16 საფეხბურთო გუნდი, რომელთა შორისაა: საბერძნეთი, უკრაინა, პოლონეთი, ალბანეთი, რუმინეთი, ბრაზილია), ასევე, „საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმთან“ არსებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაკომპლექტებულია სირიელი და ავღანელი ლტოლვილებით.

ასევე, სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ წელს პირველად, ტურნირში მონაწილეობისთვის და დიასპორათა შორის ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მოვიწვიეთ “ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია” (Georgian Students` Association in Austria) და ვენაში მცხოვრები ქართველებისგან დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის გუნდი “SV Georgia”.

პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება ოქროს მედლებითა და სამახსოვრო თასით, ხოლო მეორე ადგილის მფლობელ გუნდს, გადაეცემა ვერცხლის მედლები. ასევე, გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

ტურნირის ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ნივთების გამოფენა-გაყიდვა და მცირე კულტურული პროგრამა.

შაბათი: 10:00 – 17:00 სთ
კვირა: 11:00 – 19:00 სთ

სპონსორი: ქართული რესტორანი „Kolchis“

პატრონაჟი:
საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.

მხარდამჭერები:
ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“;
საბერძნეთის მიგრანტა ფორუმი;
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება;
საემიგრაციო ინტერნეტ-პორტალები:www.georgians.gr და www.diasporanews.gr

ტურნირი გაიმართება შემდეგ მისამართზე: Λεοφ. Ποσειδώνος 860, Παλαίο Φάληρο (პალეო ფალირო), კინოთეატრ VILLAGE-ს უკან.
გაჩერება – ΦΟΡΟΣ, ავტობუსები: 550, Β2, A1, B1, 217

დასწრება: თავისუფალი.

6945.381250, 6946.800653, 6998.392228, 6997.192114

onalem

ტესტ