fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ათენის საჯარო სამშობიაროში ქოლერას ბაქტერის არსებობა დაფიქსირდა

ათენში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჯარო სამშობიაროში ქოლერას ბაქტერია აღმოაჩინეს. შესწავლილ იქნა საავადმყოფოს სარდაფში არსებული სტაციონარული წყალი, შედეგი კი ასეთია: ”პოტენციურად ენტეროპათოგენური მიკროორგანიზმები.”

“Elena Venizelos” -ს სამშობიარომ წყალში ბაქტერიის აღმოჩენის შემდეგ დალუქა ოთახები, სადაც საჭმელია მოთავსებული. მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც გაირკვევა არის თუ არა ეს ბაქტერია იმდენად საშიში, რომ გამოიწვიოს ქოლერას დაავადება.

საქმე საჯარო საავადმყოფოების მუშაკთა გაერთიანებამ (POEDIN) გაასაჯაროვა.

POEDIN ახალშობილთა და მშობიარე ქალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და სახელმწიფოსგან სამშობიაროს სარდაფში წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.

ამავდროულად მათ მიერ სოციალურ ქსელში იგზავნება და ქვეყნდება საჯარო საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები.

იხილეთ, თუ საიდან აიღეს წყლის ნიმუში, სადაც ბაქტერიები აღმოჩნდა.

onalem

ტესტ