fbpx
კრიმინალი

ათენი: სახლში შესულმა მძარცველმა 17 წლის გოგონა სახეში დაჭრა – რას ამბობს მისი დედა?!

ინციდენტი პირეაზე მოხდა… 17 წლის გოგონა სკოლიდან ბრუნდებოდა, როდესაც საკუთარ სახლში ქურდს გადააწყდა. შეიარაღებულმა მძარცველმა გოგონა სახეში დაჭრა. რა შიშისა და უბედურების გადატანა მოუხდა თავის ქალიშვილს, ამაზე protothema.gr-თან მისი დედა საუბრობს:

“ჩემმა შვილმა მაშინ დამირეკა, როდესაც სახლის კარს აღებდა. მე დედაჩემთან ვიყავი და გოგონამ მითხრა, ცოტა ხანში მეც მოვალო. ამ ზარის დასრულებიდან არ გასულა 20 წუთი, რომ ისევ დამირეკა, ტიროდა და პანიკაში იყო. ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე მისი ნათქვამიდან. მე და მამაჩემი სასწრაფოდ მივედით სახლში, სადაც ჩემი ქალიშვილი დამხვდა. სახეზე, ლოყიდან სისხლი სდიოდა, ბასრი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, სახლი კი არეულ-დარეული იყო.”

ქალმა განაგრძო საშინელი სურათის აღწერა, რომლისგანაც, აშკარა იყო, თვითონაც დიდი შოკი ჰქონდა მიღებული და მდგომარეობიდან გამოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა: “ჩემი გოგონა მიყვებოდა, რომ გახსნა თუ არა კარი, მძარცველმა იგი მაშინვე შენიშნა, იარაღით დაემუქრა, რომ ხმა არ მოეღო და უბრძანა, ყველა ნივთი მაგიდაზე დაელაგებინა. ქურდს ძვირფასეულობა უკვე ნაპოვნი ჰქონდა და გოგონას ფულს სთხოვდა. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არ იცოდა, სად იყო ფული. ამან კი მძარცველი უარესად გააცოფა.” მან ჭიქა აიღო, გატეხა და ნამსხვრევი სახესთან მიუტანა გოგონას, მუქარით, რომ რამეს დაუშავებდა. ქურდმა მართლაც გაუჭრა გოგონას ლოყა.”

“მძარცველს ქუდი ეხურა და შავებში იყო ჩაცმული. იგი სამზარეულოს კარიდან შევიდა სახლში, რადგან ცენტრალური კარი ჩაკეტილი იყო,” – დაამატა დედამ, რომელიც ცდილობს დაეხმაროს თავის გოგონას იმ საშინელების გადატანაში, რაც მან განიცადა.

onalem

ტესტ