fbpx
საზოგადოება

არაადამიანურია შვილის აყვანის უფლების შეზღუდვა სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანებისთვის

გრიგორის ვალიანატოსმა ისაუბრა კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანეს. კანონპროექტი ეხება შვილად აყვანას, განსხვავებული ორიენტაციის მქონე წყვილების მიერ.

“Real FM“-ში გრიგორის ვალიანატოსმა ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს ათასობით ბავშვი, რომელსაც სჭირდება ოჯახი და ბევრ ადამიანს სურვილი აქვს იყოს ამ ბავშვებთან ერთად. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი საჭიროება ოჯახის ქონა და თბილ გარემოში ცხოვრებაა.

“ადამიანის ორიენტაცია მშობლებზე არ არის დამოკიდებული, ანუ ჰეტეროსექსუალი მშობლების შვილები არიან კლასიკური ორიენტაციის ? პასუხი არის არა. მეცნიერული კვლევებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჰომოსექსუალი მშობლების შვილობა არ ნიშნავს იყო აუცილებლად ჰომოსექსუალი. ყველა ადამიანი გამოხატავს იმას, რასაც თვითონ გრძნობს და ჩვენ არ ვართ ის, რაც ჩვენი მშობლები იყვნენ. ჩვენ ვართ ჩვენ. მიხარია, რომ ეს ინიციატივა მოდის ევროპიდან, იცავს ბავშვების ინტერესებს და მიმაჩნია, რომ ამგვარი კანონპროექტის პარლამენტში შეტანა აქამდეც უნდა მომხდარიყო.“– აღნიშნა ვალიანატოსმა.

onalem

ტესტ