fbpx
საზოგადოება

ალექსის ციპრას პასუხი ომონიაზე მოკლული ზაკ კოსტოპულოს დედას

პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ, საპასუხო წერილი გაუგზავნა ზაკ კოსტოპულოს დედას. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ახალგაზრდა ერთი თვის წინ, ომონიაზე, საიუველირო მაღაზიის წინ მოკლეს.

ზაკის დედამ, ცოტა ხნის წინ, პრემიერს წერილი მისწერა, რომელშიც იგი, თავისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირთა სამართლიან დასჯას მოითხოვდა.

ალექსის ციპრა საპასუხო წერილში ამბობს, რომ ზაკის სიკვდილი ასე არ ჩაივლის და აუცილებლად დაისჯებიან დამნაშავეები, მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა.

პრემიერ-მინისტრის წერილი “EFSYN”-ში გამოქვეყნდა. გთავაზობთ მის სრულ ვერსიას:

“ქალბატონო კოსტოპულო,

პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ღრმა მწუხარება იმ უბედურების გამო, რაც თავს დაგატყდათ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასეთ მძიმე დროს, თქვენი გრძნობებისა და გულისტკივილის ჩემთან გაზიარება მოისურვეთ.

რაც თქვენს შვილს დაემართა, ეს კოშმარია. ძალადობამ და არაადამიანურმა მოპყრობამ ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ეს სოციალური კანიბალიზმია. ფაქტია, რომ ზაკი სწორედ ამ მიზეზის გამო გამოესალმა სიცოცხლეს.

სრულად ვეთანხმები თქვენს მოთხოვნას საქმის სიღრმისეულ გამოძიებასთან და დამნაშავე პირების სამართლიან დასჯასთან დაკავშირებით. მე საჯაროდ გამოვხატე ეს ნება სახელმწიფოს პასუხისმგებელ ინსტიტუტებთან.

ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ საკითხზე. როგორც აღვნიშნე, სოციალური კანიბალიზმი საკმაოდ რთული და მასშტაბური პრობლემაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას. სამწუხაროდ, მედია და მსგავსი ინსტიტუტები მის პროვოცირებას იწვევენ და არსებობს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც პრობლემას უფრო ართულებს.

ამ აზრებით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი და მოგიწვიოთ შეხვედრაზე შემდეგში, როდესაც ათენში იქნებით.

ზაკის სიკვდილი ასე არ ჩაივლის, მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა.

პატივისცემით, ალექსის ციპრა”

 

 

onalem

ტესტ