fbpx
საზოგადოება

აგიოს დიმიტრიოს: ფეხმძიმე ქალმა მეუღლის თვალწინ თავი მოიკლა

წარმოუდგენელი ტრაგედია აგიოს დიმიტრიოსზე გუშინ დილით მოხდა.

37 წლის ქალმა, რომელიც ფეხმძიმედ იყო, საკუთარი მეუღლის თვალწინ თვითმკვლელობა ჩაიდინა და მამაკაცმა იმ მომენტში რეაგირება ვერ მოასწრო.

არსებობს ინფორმაცია, რომ ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის გამო მივიდა ის ამ გადაწყვეტილებამდე.

მას კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ადგილობრივი პოლიცია საშინელი შემთხვევის დეტალურ გამოძიებას ცდილობს.

ცნობილია, რომ 37 წლის ქალი უცხო ენას ასწავლიდა და ორსულობის მეორე ტრიმესტრში იყო.

მისი მშობლები და დის ოჯახი ამავე კორპუსში, მხოლოდ სხვადასხვა სართულებზე ცხოვრობენ.

მეზობლების ჩვენებების მიხედვით, ქალს მათთან უბრალო, ფორმალური ურთიერთობები ჰქონდა და განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევიათ.

onalem

ტესტ