fbpx
საზოგადოება

“აღარ მინდა ცხოვრება ჩემი შვილის, ჩემი სულის გარეშე” – რას ამბობს გარდაცვლილი კონსტანტინოს კაციფას დედა

გარდაცვლილი კონსტანტინოს კაციფას დედას ჯერ ვერ გაუაზრებია იმ ტრაგედიის საშინელება, რომელიც თავს დაატყდა.

ამ უბედურების მიზეზი მისი შვილის სიკვდილია, რომელიც გუშინ, ალბანეთში, სამართალდამცავებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა.

დედამ საკუთარი მწუხარება, გადაცემა “Καλημέρα Ελλάδα”-ში საუბრისას გამოხატა: “რატომ უნდა მოეკლათ ჩემი შვილი? მას 28 ოქტომბერს, გმირების დღის აღსანიშნავად, სკოლა უნდა მოერთო დეკორაციებით, ალბანელებს უმცირესობები არ უნდათ.”

“მე აღარ მინდა ცხოვრება ჩემი შვილის, ჩემი სულის გარეშე,” – განაცხადა ქალბატონმა და ამის შემდეგ ინტერვიუ შეწყვიტა, რადგან საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

კონსტანტინოს კაციფას ორი და, რომელიც ათენში ცხოვრობს, დაუყოვნებლივ, დედასთან გაემგზავრა სოფელში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 35 წლის კონსტანტინოს დედამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, დაინახა კბილებამდე შეიარაღებული ალბანელი პოლიციელები, რომლებიც მის სახლს შემოესივნენ. ისინი მის ვაჟს ეძებდნენ.

ზოგიერთი ინფორმაციით, სამართალდამცავები ფიზიკურადაც კი შეეხნენ ქალბატონს, მაშინ, როდესაც იგი მათ წინაშე გაოგნებული იდგა.

onalem

ტესტ