fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

81 წლის მეთევზის უკანასკნელი ყვინთვა წყალქვეშ ნადირობისთვის

81 წლის მეთევზის უსულო სხეული 5 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. მიუხედავად მისი ასაკისა, მან წყალქვეშ ნადირობა მაინც დაგეგმა და ჩაყვინთა.

მოხუცი მითილინის მცხოვრები იყო და ძირითადად დილის საათებში კუნძულის დასავლეთ ნაწილში, სიგრიუს წყლებში თევზაობდა. გუშინ მან ეს უკანასკნელად გააკეთა, დღეს დილით კი გარდაცვლილი იპოვეს.

მას შემდეგ, რაც წყალქვეშა მეთევზის სხეული აღმოაჩინეს, მისმა ოჯახის წევრებმა ის ამოიცნეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ინციდენტია, რომელიც ამ თვეში მითილინზე (ლესვოსზე) მოხდა. პირველი შემთხვევისას 21 წლის მყვინთავი დაიხრჩო.

onalem

ტესტ