fbpx
განათლება

61 წლის სტუდენტი თესალონიკის უნივერსიტეტში

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ყველაზე უჩვეულო, 61 წლის სტუდენტი სწავლობს. სტამატის გარგალიანოსი თავად დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის სკოლამდელი პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორია.

61 წლის სტუდენტის მიზანია მიიღოს ფრანგული ფილოლოგიის ბაკალავრის დიპლომი, რათა შემდგომ ამავე უნივერსიტეტში სწავლა იტალიურ ფილოლოგიაზე გააგრძელოს.

მისი სტუდენტური ცხოვრება არც ისე ადვილია, თუმცა, სირთულეები, როგორც თავად ამბობს, სულაც არ არის დაკავშირებული მის ასაკთან. პირიქით, ის ასეთ გარემოცვაში  ბევრად ახალგაზრდულად გრძნობს თავს. მისი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ვერ ახერხებს დაესწროს ყველა ლექციას, რადგან ნახევარი კვირის მანძილზე მუშაობს.

”მე მაინტერესებს უფრო მეტად საუნივერსიტეტო ცხოვრება, ვიდრე სერტიფიკატი და დიპლომი. მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც ერთდროულად არის სტუდენტიცა და ლექტორიც. ეს ყველაფერი ჩვენ ბედნიერს გვხდის,” ამბობს სტამატის გარგალიანოსი.

onalem

ტესტ