fbpx
საზოგადოებასაქართველო

5 წლის ქართველი გოგონა – მოვლენა ამერიკის სპორტულ სამყაროში

ხუთი წლის ქართველი გოგონა, რენე ფასიეშვილი ამერიკის (და არა მარტო ამერიკის) სპორტულ სამყაროში შეიძლება მოვლენად ჩაითვალოს.

ხუთი წლის რენე რვა წლის გოგონებში ჩემპიონი გახდა, ხოლო იმავე ასაკის ბიჭებში მეორე ადგილი დაიკავა. World cup open martial arts championship 2018-ის ორგანიზატორებმა GRAND CHAMPION-ის თასი გადასცეს, რომელიც თავიდან, ალბათ, სხვისთვის იყო გათვალისწინებული – უფროსი ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ საბოლოოდ რენეს ერგო.

ასე რომ, ვირჯინიიდან ორი თასით დაბრუნდა და კიდევ ახალი შეთავაზებით: მომავალ წელს რენე იაპონიასა და ჩინეთში ოფიციალურადაა მიწვეული.

ის ძალიან სპორტული ბავშვია და ხუთ სახეობაში ვარჯიშობს: კრივში, კიკ-ბოქსინგში, კარატეში, ფეხბურთსა და ცურვაში. ჯერჯერობით ყველა ეს სახეობა უყვარს, მაგრამ ბოლოს, როგორც მამა ამბობს, კიკ-ბოქსინგს ან ფეხბურთს აირჩევს:

“ცხოვრებაში ძალიან დამთმობია, მაგრამ რინგზე არაფერს თმობს. გამარჯვება ისე ძალიან უხაროდა, ამას სიტყვებით ვერც გადმოვცემ. საინტერესო ისაა, რომ წესით, რენე ამ შეჯიბრებაზე არ უნდა დაეშვათ, შვიდი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, მონაწილეობის უფლება რომ ჰქონოდა, მაგრამ როცა მისი ვარჯიშის ვიდეცანაწერები ნახეს, გამონაკლისი დაუშვეს.”

პირველად ბიჭებთან „იჩხუბა“ და მეორე ადგილზე გავიდა. თასი რომ ხელში დაიჭირა, ძალიან გახარებული იყო. გოგონებთან ორთაბრძოლა შედარებით გვიან დაიწყო და თავშივე ეტყობოდა, რომ ფავორიტი იყო. სამი წლით უფროსებს ისე უტევდა, ერთ ნაბიჯს არ დგამდა უკან. გამარჯვებაც ასე მოიპოვა.

რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ რენე ქართველია.

რენეს წარმატებები მისი დედის, ტანიას დიდი დამსახურებაცაა, რადგან მან ყველანაირად შეგვიწყო ხელი, შეჯიბრებაზე რომ გასულიყო.

წყარო: Sputkin-georgia.com

onalem

ტესტ