fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

45 ქალი, ბერძნები და უცხოელები, რომლებიც კრიმინალებს ემსხვერპლნენ – მათ შორის არის 17 წლის გოგონაც

კრიმინალური ორგანიზაცია სამი წლის მანძილზე მოქმედებდა. საბერძნეთის პოლიციამ ფარდა ახადა უდიდეს დანაშაულებრივ სქემას, რომელსაც 45-მდე ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მათ შორის არიან როგორც უცხოელები, ასევე ბერძნები და რაც ყველაზე შემზარავია, ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის გოგონა.

დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც 26 წევრისგან შედებოდა, სათავეში 45 წლის ფოტოგრაფი ედგა. ის გოგონებს შიშველ ფოტოებს უღებდა და პოტენციურ კლიენტებს ვებ-გვერდების საშუალებით უკავშირდებოდა. ცხადია, თუ მსხვერპლი პროტესტს გამოთქვამდა, მას შანტაჟს უწყობდნენ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მათ ხელში აღმოჩნდნენ, უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყვნენ. მათ პოულობდნენ სხვადასხვა ბარებსა და ღამის კლუბებში.

დაჯგუფებამ გამოყო ე.წ. “ქოლ ცენტრი” ანუ ოთხი ადამიანი, რომელიც კლიენტებთან ამყარებდა კავშირს და ატიკის მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებში ნიშნავდა ეროტიკულ შეხვედრებს.

ასევე ჰყავდათ ერთი მძღოლი, შემოსავლებს კი ასე ინაწილებდნენ:

ერთი გოგონას მომსახურების საფასური კლიენტისთვის 130 ევრო იყო.

20 ევრო მძღოლს, 50 ევრო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ხოლო 60 ევრო თითოეულ გოგონას რჩებოდა.

მათთვის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება მდიდრულ სახლებში ხდებოდა, რათა მიეზიდათ უფრო დიდი ფულის პატრონები და მათი შემოსავლებიც გაზრდილიყო.

 

onalem

ტესტ