fbpx
ემიგრაციული სიახლეები

3 დღის ამბავი საბერძნეთის საზღარზე და გამობრუნებული ქართველები

თანამემამულე ქ. ნინო გვიგზავნის მესიჯს:

“10 ივნისს ჩავედით ავტობუსით საბერძნეთის საზღვარზე თურქეთის გავლით. ისინი ვინც მოწვევით ვიყავით, მათი საბუთები შეიტანეს ერთ ოფისში და შემდეგ ცალ-ცალკე პატარა დაკითხვა მოგვიწყეს.

პირადად მე, 21 წელი ვიცხოვრე საბერძნეთში, სემდეგ კი დავბრუნდი საქართველოში. გავიდა 4 წელი მის შემდეგ და გადავწყვიტე სრულიად ტურისტული მიზნით ჩამოვსულიყავი 3 თვით.

მოწვეული ვყავდი ჩემს მეგობარს რომელიც ბერძენია. აგრეთვე ავღნიშნავ რომ იგივე პირს 10 აპრილშიც მოწვეული ვყავდი, ჩამოვედი იგივე პროცესით და არავითარი პრობლემა არ მქონდა.

ეხლა კი, პასუხი უარი იყო ჩემს შემოსვლაზე. მოვითხოვე ვინმე მაღალ თანამდებობიან პირთან მელაპარაკა რადგან მათ არანაირი მიზეზი არ ქონდათ რომ უარი ეთქვათ საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლისთვის.

პასუხი იყო ასეთი: “ვინც მოწვევა გაგიკეთათ, მისი პასპორტი მოპარულია. შესაბამისად თქვენ ვერ შეხვალთ საბერძნეთში”. ეს არარეალურია რადგან დარწმუნებული ვარ რომ არავითარი პასპორტი მოპარული არ არის. შემდეგ მოვითხოვე რომ გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია და დაედგინათ, თუმცა უკვე ხმის ტონს აუწიეს და პასუხი იყო ასეთი: “რატომ მოხვედი აქ, წადი უკან. დაისვენე სხვა ქვეყანაში! ვინც მოგიწვია, მისი პასპორტი ყალბია”. (აქ უკვე ვერსია შეცვალა. ჯერ მოპარულიო, შემდეგ კი ყალბიო).

მოკლეთ, ჩხუბს აზრი არ ქონდა. ღამის 23:00 სთ-ზე მე და კიდე 4 კაცი (აქედან ორი მამაო რომლებიც ათონის მთაზე მიდიოდნენ) უკან გამოგვაბრუნეს.

გადაგვიყვანეს თურქეთის მხარეს და დაგვყარეს შუა გზაზე, გვითხრეს რომ ავტობუსი მოვიდოდა 2-3 საათშო. არ ვიცოდით სად უნდა წავსულიყავით, არ ვიცოდით ენა და არ შეგვეძლო თურქებთან არავითარი კომუნიკაცია, მითუმეტეს ღამის 23:00 სთ-ზე კაცი შვილი არ იყო იმ ტრასაზე.

მეორე დღის 15:00 სთ-ზე (და არა 2-3 საათში), მოვიდა ავტობუსი კიდევ სხვა 15 ადამიანით რომლებიც გამობრუნებულები იყვნენ საზღვრიდან. ”