fbpx
ემიგრაცია

28 წლის განმავლობაში ემიგრანტ ქართველებს უცხოეთში 200 000 ბავშვი შეეძინათ

დემოგრაფების მიერ გამოთვლილი არაოფიციალური მონაცემით, 1990 წლიდან 2018 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით,  ემიგრაციაში მყოფ  საქართველოს მოქალაქეებს (ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს)  200 000 ბავშვი შეეძინათ. უცხოეთში დაბადებული ემიგრანტი  ბავშვების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მიზეზი არის ის, რომ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების უმეტესობა უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს. ინფორმაციას „დემოგრაფიული აღორძინების ფონდზე“ დაყრდნობით „კომერსანტი“ ავრცელებს.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი ქართულ გენოფონდზე პირდაპირპროპორციულად აისახება. „როდესაც მიგრაცია დროებითია, ეს ქვეყნისთვის საშიში არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები, გასაგები მიზეზების გამო, უცხოეთში ცხოვრებას სამუდამოდ ან მოხუცებულების ასაკამდე გეგმავენ“, – ამბობს ჩიბურდანიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია. ეს 15%-ით ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით. სპეციალისტების აზრით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი სიკვდილიანობის მომატება, შობადობის შემცირება და უცხოეთში მიგრაციაა.

onalem

ტესტ