fbpx
საზოგადოება

28 წლის ბერძენმა ოჯახის დანაზოგი გაფლანგა და ძარცვა გაითამაშა

გასულ პარასკევს ლამიას უსაფრთხოების დეპარტამენტში შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც 28 წლის ბერძენი ძარცვის მსხვერპლი გახდა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვაგვარი იყო.

კერძოდ, მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბანკში მივიდა და 700 ევროს ოდენობის თანხა გამოიტანა, შემდეგ კი თავისი მანქანისკენ მიმავალ გზაზე უცნობები დაესხნენ თავს. მისი თქმით, თავში გაურკვეველი საგანი ჩაარტყეს და ჯიბიდან თანხა მოპარეს.

მეორე დღეს ოფიცრებმა ბანკთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები შეამოწმეს და ნახეს, რომ მამაკაცს თანხა საერთოდ არ გაუტანია და ბანკშიც არ ყოფილა მისული.

მას მოუწია ეღიარებინა, რომ თანხა თავად გაფლანგა.

მას ბრალად ცრუ ჩვენებების მიცემა ედება.

onalem

ტესტ