fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

21 წლის ძმას დანა 60-ჯერ დაარტყა: რას ამბობენ მკვლელობაზე კორონერები

კრეტაზე მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. 28 წლის მამაკაცმა საკუთარი 21 წლის ძმა დანით მოკლა. ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა და კორონერები პირველად დასკვნებს ავრცელებენ.

როგორც გამომძიებელი სტამატის ბელივანი აცხადებს, 21 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მას დანა 60-ჯერ ან მეტჯერ ჰქონდა დარტყმული, განსაკუთრებით ხელების, კისრის, გულმკერდის და თავის არეში. მსხვერპლის სიკვდილის მიზეზი იმ არტერიების დაზიანება გახდა, რომელიც დანამ გადაუჭრა და ის სისხლისგან დაიცალა.

რაც შეეხება მკვლელს, გარდაცვლილის 28 წლის ძმას, რომელმაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავი მოიკლა, გამოძიება ჯერ კიდევ ელოდება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან საწამლავი დალია.

” 21 წლის ბიჭის სხეულზე ჭრილობების თვლა მას შემდეგ შევწყვიტე, რაც 60-მდე ავედი,” აცხადებს კორონერი.

onalem

ტესტ