fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

2017 წლის 1 ივნისიდან ხელფასები ბანკების საშუალებით გაიცემა

2017 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო გახდება კერძო სექტორში მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასის საბანკო ანგარიშების საშუალებით გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება გარკვეული სანქციები.

ბრძანება ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

კერძოდ:

კერძო სექტორში მომუშავე თანამშრომელთა ხელფასები დარიცხული უნდა იყოს საბანკო ანგარიშებზე, აქ შედის ელექტრონული გადარიცხვებიც.

დამსაქმებელი, რომელიც არღვევს აღნიშნულ კანონს, დაჯარიმდება შრომის ინსპექციის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 684 ევროა.

2016 წელს წარმოდგენილი მონაცემებით, საბერძნეთის დასაქმებულ მოქალაქეთა 58.8% თვეში 1000 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

სახელმწიფოს სადაზღვევო ფონდის (IKA) მონაცემებით:

– 15,077 პოზიციაზე დასაქმებულები (17,74%) იღებენ 200 ევროზე მეტს.

– 22,806 პოზიციაზე მომუშავეები (26,81%) იღებენ 200-დან 400 ევრომდე.

– 37,317 პოზიციაზე მომუშავეები (43,87%) იღებენ 400-დან 800 ევრომდე.

– 8,424 პოზიციაზე მომუშავე ადამიანების (9,9%) ხელფასი 800-დან 1000 ევრომდეა.

– და მხოლოდ 1,419 პოზიციაზე მომუშავეები (1,67%) იღებენ 1000 ევროზე მეტს თვეში.

onalem

ტესტ