fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ჯანმრთელობის დაზღვევა ქართველი ემიგრანტებისთვის – 9€ თვეში

ბერძნული სადაზღვეო კომპანია “ინტერასკო” გთავაზობთ ქართველ ემიგრანტებს ჯანმრთელობის დაზღვევას, რომლის გამოყენებითაც გაქვთ ოთხი მთავარი შესაძლებლობა:

  1. დაუყონებლივი მომსახურება საბერძნეთის კერძო სამედიცინო ცენტრების სასწრაფო/გადაუდებელ განყოფილებებში (ომილოს იატრუ ათინონ, მეტროპოლიტან ჰოსპიტალ, ვიოიატრიკი, ვიოკლინიკი, იასო, იასო ჯენერალ, იასო პედონ, პედონ მიტერა, მედიტერანეო)
  2. უფასო შემოწმება (check up) და დიაგნოსტიკური სატესტო პაკეტები
  3. დაგეგმილი ვიზიტები და შემოწმება (check up) ბიომედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების ყველა ექიმთან
  4. 1000 ევრომდე სამედიცინო ხარჯების დაფარვა უბედური შემთხვევის დროს

არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები საბერძნეთში. აღნიშნული შეთავაზება ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს.

აღნიშნული სადაზღვეო პაკეტი ღირს 9 ევრო თვეში და თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ შეავსოთ დაბლა მითითებული ფორმა, რათა კომპანიის კონსულტანტი დაგიკავშირდეთ:

    კორდინატები:

    სადაზღვეო კომპანია ინტერასკო
    ვას. გეორგიუ ვიტა 44 და კალვუ, ხალანდრი, ატიკი
    ტელეფონი: 210 67 93 100