fbpx
ემიგრაციული სიახლეები

10 მილიონი ევრო დეპორტირებულ ემიგრანტებს – თანხა 1500 ქართველს გადაეცემა

12 წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ, 2006 წელს ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­ის­თვის რუ­სეთს 10 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა. მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია რუ­სე­თი­დან გა­მო­ძე­ვე­ბულ სულ მცი­რე 1500 ადა­მი­ან­ზე უნდა გა­ნა­წილ­დეს.

რუსეთის ფედერაციამ სამი თვის განმავლობაში  საქართველოს ხელისუფლებას 10 მილიონი ევრო უნდა ჩაურიცხოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, 10 მილიონი ევრო 1500 დაზარალებულზე უნდა გადანაწილდეს.

“სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ, გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქმეზე – საქართველო რუსეთი სწინააღმდეგ. საქმეს ორი ეტაპი ჰქონდა. პირველი ეტაპი 2014 წელს საქმის არსებითი განხილვის შედეგად საქართველოს სახელმწოფოს გამარჯვებით დასრულდა. ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ეხებოდა კომპენსაციის საკითხს, დღეს დასრულდა ამ გადაწყვეტილებით. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეიდან სამი თვის პერიოდის ვადაში 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ეს არის მორალური კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაეცეს იმ დაზარალებულებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ, კოლექტიური გამოძევების მსხვერპლი იყო 2006 წელს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ რუსეთთან 2014 წლიდან დღემდე მრავალი პროცედურული კომპლექსური პრობლემა გვქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება. რუსეთმა ეს სისუსტე გამოიჩინა და აღმოჩნდა, რომ მართალია 2007 წელს საქართველოს მთავრობა დაობდა, რომ 4000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავდა ამ საქმეს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი“,-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, “როდესაც ეს თანხა ჩაერიცხება საქართველოს, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება იმ ლიმიტებში, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაგვიწესა, 10 მილიონი ევრო სულ მცირე 1500 დაზარალებულს გადავცეთ”, – აცხადებს წულუკიანი.

მინისტრის თქმით: “გადაწყვეტილებაში მითითებულია, როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა, მაგრამ შესამუშავებელი დარჩება მექანიზმი და ამისთვის 18 თვე გვაქვს მოცემული. ნათქვამია, რომ ისინი, ვინც მხოლოდ გამოძევების მსხვერპლი იყვნენ, 2 ათას ევროს მიიღებენ მორალური კომპენსაციის სახით, მაგრამ მათ, ვინც ასევე არაადამიანური მოპყრობის ან უკანონო დაკავებისა და პატიმრობის მსხვერპლი გახდნენ, დამატებით უნდა მიიღონ 10 ათასიდან 15 ათასი ევრო. ეს არის ჩარჩოები, რაც დაადგინა დღეს დიდმა პალატამ“, – განმარტა თეა წულუკიანმა.

onalem

ტესტ