fbpx
კატეგორიის გარეშე

“კატეხაკის” საბუთი: თავშესაფრის სამსახური სკაიპზე ერთ დამატებით საათს ამატებს

ვისაც სურს რომ შეიტანოს განცხადება ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, პროცესი შემდეგია: სკაიპზე აკრიფავთ მისამართს: asylum.service.georgian@gmail.com და ყოველ ორშაბათს (13:00 დან 14:00 მდე), სამშაბათს (13:00 დან 14:00 მდე) და პარასკევს (10:00 დან 11:00 მდე) შეეცდებით დაკავშირებას.

იმ შემთხვევაში თუ სკაიპი აიღეს, ქართულენოვანი მოხელე გაგესაუბრებათ და რანდევუს დაგინიშნავთ რათა ლტოლვილის სტატუსის განცხადება შეიტანოთ თავშესაფრის სამსახურში.

წარსულში შესაძლებელი იყო კვირაში მხოლოდ ორ სამუშაო დღეში გეცადათ დარეკვა სკაიპის მეშვეობით. თუმცა, ეხლა უკვე შესაძლებელია სამჯერ.

თუმცა პრობლემა ერთია: რადგან თავშესაფრის სამსახურის ქართულენოვანი თანამშრომელი ერთია რომელიც პასუხობს სკაიპის ზარებს ამ ერთი საათის მანძილზე, ამავე დროს კი ათასობით ადამიანი ცდილობს სკაიპზე გასვლას ამ ერთ ადამიანთან, შედეგი ისაა რომ თითო დაინტერესებული პირის შანსი რომ სკაიპზე გავიდეს ამ პირთან 2%-ზე ნაკლებია. 

თუ დაიღალეთ სკაიპზე ლოდინით და გსურთ კერძო იურისტის დახმარება, საადვოკატო ფირმა “ადვალო” მზადაა დაგეხმაროთ. ამისათვის საჭიროა შეავსოთ აღნიშნული ფორმა, რის შემდეგაც საადვოკატო ფირმიდან დაგიკავშირდებიან:

    შესავსები ფორმა

    საადვოკატო ფირმა “ადვალო”
    მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100