მიხეილ სააკაშვილი ახლო მომავალში ათენში გამართავს კრებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლიეჟის შემდეგ, მორიგ მასშტაბურ შეკრებებს საბერძნეთში, იტალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში აანონსებს. როგორც სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აცხადებს, გუშინ, ლიეჟში ხელისუფლების მხრიდან ნარკომანების, მოჭიდავეებისა და ”ტიტუშკების” გამოგზავნა სამარცხვინო იყო.

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გუშინდელ “ქართველთა კრებაზე” დამსწრეებს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. სამწუხაროდ, ყველასთან ცალ-ცალკე გასაუბრება ვერ მოვახეხე, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით, ძალიან შორი მანძილიდან. ეს ქართული ემიგრაციის გაერთიანების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისია იმიტომ, რომ საუკეთესო შრომითი, ადამიანური რესურსები სამწუხაროდ ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის საქართველოში დაბრუნება, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი მადლობა ასევე იმ სითბოსთვის.

მინდა ვთქვა, რომ ის, რაც გუშინ ივანიშვილმა მოაწყო, მართლაც გააოცა ევროპა, სამარცხვინო იყო ეს დიდი რაოდენობით ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ამოყვანა, “ტიტუშკების” შემოგზავნა.

ახლა ვუყურებდი სურათებს, დაყარეს მერე უამრავი პლაკატები. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარეს არის ჭკვიანი, ინტელექტუალური, ნათელი, კარგი ხალხი და მეორე მხარეს არის სრული კატასტროფა. არ შეიძლება, რომ ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ უფრო მაგრები, ძლიერები ვართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ მართლაც ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, უფრო ორგანიზებულადაც, იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ქართველები კომპაქტურად არიან და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. აბა თქვენ იცით”,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

loading...