fbpx
პოლიტიკასაქართველო

ზურაბიშვილის ვაჟი ვაშაძის შვილს ქართულ ენაზე დებატს სთავაზობს

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის შვილს ქართულ ენაზე დებატები შესთავაზა. ამის შესახებ მან ტექნოპარკში ილაპარაკა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებს ხვდებოდა.

„ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ნოდარ”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

ანალიტიკოსების თქმით, ვაშაძე ცდილობს დამალოს, რომ რუსეთთან კავშირები დღემდე აქვს. სავარაუდოდ ამის გამო ოფიციალურ ბიოგრაფიაში არაფერი წერია უფროს შვილზე, რომელიც დღესაც მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, ვაშაძე თავისი შვილის მოქალაქეობას მალავს.

“რატომ მალავ, რატომ ედავები სხვას იმას, რასაც შენ მალავ და იტყუები. მრავალსტანდარტიანობასთან გვაქვს საქმე. თან გვატყუებ. ის დოკუმენტები, რომელიც ინტერნეტშია, წამებში იძებნება, თუ ვინ არის ნოდარ ვაშაძე, ჩანს, რომ ის არის რუსეთში არის კომპანიების აქციონერი და მოქალაქეობასც უწერია. თუნდაც შკლიაროვი ავიღოთ. ნიღბავენ, რომ წარმატებული ბელარუსული წარმოშობისააო. ახლა დაირქვა, რომ ამერიკანისტი იყო?”, – კითხულობს ანალიტიკოსი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.

onalem

ტესტ