ზოგრაფუ: უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ ზოგრაფუზე მდებარე უნივერსიტეტის კამპუსში 20 წლის სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა ბიჭი ფიზიკის დეპარტამენტის შენობის ეზოში დილით იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილი გარკვეულმა პათოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია.

პოლიცია 20 წლის ბიჭის გარდაცვალების ყველა დეტალს იძიებს, კონკრეტულ დასკვნებს კი ექსპერტიზის შემდეგ გამოიტანენ.

გარდაცვლილი დიდი ოჯახიდან იყო, მისი მშობლები მასწავლებლები არიან.

melano

ტესტ