fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ზაფიროპულოს მკვლელობა: დამნაშავეთა ”მესიჯი” მათ ვინაობას გამოავლენს

ვინ დაუკვეთა 52 წლის ადვოკატის მიხალის ზაფიროპულოს მკვლელობა – პოლიციას ხელჩასაჭიდი ინფორმაცია აქვს, თუმცა, ყველაფრის ზუსტად გამოძიებას დიდი დრო სჭირდება.

არსებობს გარკვეული მუქარის შემცველი მესიჯი, რომელიც ცნობილმა ადვოკატმა საბედისწერო ღამემდე მიიღო. სწორედ ეს არის ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია ეყრდნობა.

ანალიტიკოსების პრობლემა ისაა, რომ მათ არ იციან მესიჯის ზუსტი შინაარსი. ჩანაწერებში კი, რომლებიც ადვოკატს ჰქონდა გაკეთებული, ხელჩასაჭიდი არაფერია. ასევე არაფრის მომცემია მისი 32 წლის თანაშემწის ჩვენება, რომელიც არ საუბრობს იმ გადამწყვეტ 5 წუთზე, როდესაც ადვოკატმა შეხვედრების ოთახი დატოვა.

თუმცა, გამოძიება ყველა დეტალს იკვლევს. არსებობს ვარაუდი, რომ საიდუმლო იმ საქმეში იმალება, რომელიც ზაფიროპულოს ჰქონდა აღებული, შემდეგ კი რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. ცნობილია, რომ ორმა მკვლელმა მისი შეხვედრაზე დათანხმება Energa-ს საქმის გამოყენებით მოახერხეს. რა თქმა უნდა, მათი ამ საქმესთან კავშირი არ დასტურდება. დანიშნული შეხვედრა კი საშინელი მკვლელობით დასრულდა.

საბერძნეთის პოლიცია ლაბორატორიის შედეგებს ელოდება. ბალისტიკური ექსპერტიზა დაადგენს მკვლელობის იარაღი ”სუფთაა” თუ მათ ის სხვა ქმედებების დროსაც გამოიყენეს. თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ის კვლევა კვირის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე ადგენენ იმ ტელეფონის ნომრების სიას, რომლებიდანაც ადვოკატს ბოლო დღეებში დაუკავშირდნენ.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლიცია ახლოს არის მკვლელების ვინაობის დადგენასთან, ხოლო შორს იმ ადამიანის იდენტიფიციებისგან, რომელმაც მკვლელობა დაუკვეთა.

onalem

ტესტ