fbpx
სპორტი

ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, თუმცა ათენში გასამართ ტურნირში, სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ცნობილია, ზაზა ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ტრავმა საგანგაშო არაა, მაგრამ კალათბურთელს ერთი კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, რათა ევრობასკეტის მატჩებს მზადყოფნაში შეხვდეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას გაემგზავრა ათენში, სადაც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გაივლის და 23-25 აგვისტოს აკროპოლისის თასზე ითამაშებს. ტურნირზე ქართველი კალათბურთელები მასპინძელი საბერძნეთის (23 აგვისტო), სერბეთის (24 აგვისტო) და იტალიის (25 აგვისტო) ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. საბერძნეთიდან საქართველოს ნაკრები ისრაელში გადაინაცვლებს და 31 აგვისტოს ევრობასკეტის სასტარტო შეხვედრას გამართავს ლიტვის ნაკრებთან.

onalem

ტესტ