fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ზაფიროპულოს მკვლელობა: პოლიციისთვის დამნაშავეთა სავარაუდო ეროვნება ცნობილი ხდება

საბერძნეთის პოლიცია ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ ცნობილი ადვოკატის მკვლელობამდე მის შანტაჟს ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. მკვლელები ამ დროისთვის შესაძლოა, უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან.

კრიმინალისტები მტკიცებულებებმა ალბანეთის მოქალაქეების კვალზე გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხალის ზაფიროპულოსგან შანტაჟის გზით მილიონობით ევროს გამოძალვას ცდილობდნენ. ისინი 52 წლის ადვოკატს აშინებდნენ. მიზეზები კი იმ საქმეებში იმალება, რომლებსაც ის ბოლო დროის მანძილზე უძღვებოდა. მისი ტელეფონის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ზარები მის ნომერზე ალექსანდრას გამზირიდან იყო შესული. ხოლო ამავე ნომრებს პოლიცია ციხემდე მიჰყავს, სადაც მკვლელობის სავარაუდო დამკვეთები იმყოფებიან.

ეს არის ხელჩასაჭიდი, რომლის საფუძველზეც პოლიცია ფიქრობს, რომ მკველები გაგზავნილები იყვნენ, ვინაიდან უშუალო დამკვეთებს პატიმრობის გამო, მკვლელობის ჩადენა თავად არ შეეძლოთ.

onalem

ტესტ