fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ზაკინთოსის 6.4 ბალიანი მიწისძვრა მალტაზე, იტალიაში, ალბანეთსა და ლიბიაშიც კი იგრძნობოდა

ზაკინთოსზე მომხდარმა 6.4 ბალიანმა მიწისძვრამ, აგიოს სოსტის პორტში, რომელიც ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ტერიტორია გახლავთ, დიდი ზარალი გამოიწვია. პორტის ტერიტორიაზე, მიწა, პირდაპირი მნიშვნელობით, გაიხსნა.

სოფელ აგიოს კირიკაში მთლიანად ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლი, რომელიც საბედნიეროდ დაუსახლებელი იყო. კუნძულის მასშტაბით, უამრავი სახლის და მაღაზიის ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ, ასევე მიყენებული აქვთ მრავალი, მსუბუქი სახის დაზიანება.

ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია თითქმის მთელი ზაკინთოსის მასშტაბითაა აღდგენილი.

სტროფადეს კუნძულზე, რომელიც 27 მილითაა ზაკინთოსიდან დაშორებული, მე-13 საუკუნის ბიზანტიური მონუმენტის, აგიოს დიონისოს ძეგლის ჩამოშლის ამბავმა მოსახლეობაში დიდი მწუხარება გამოიწვია.

მცირე სახის დაზიანებებს ჰქონდა ადგილი ილიას რეგიონშიც. სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, კავასილას დასახლებაში, ბზარები გაუჩნდა არხს, სადაც წყალი მიედინებოდა.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ასევე, იგრძნობოდა იონიის კუნძულებზე, ათენში, პელოპონისოზე, მალტაზე, იტალიაში, ალბანეთსა და ლიბიაში.

გაზეთ Messaggero newspaper-ის თქმით, სახანძრო ბრიგადებმა სიცილიაზე, კალაბრიასა და აპულიაში ათასობით ზარი მიიღეს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომელმაც მიწისძვრა იგრძნო.

გაფრთხილება მოხდა შესაძლო ცუნამის წარმოქმნის შესახებ, თუმცა, Euro-Mediterranean Center-ის განცხადებით, ზღვის დონემ მხოლოდ მცირე ნიშნულით, 20 სანტიმეტრით მოიმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაკინთოსზე და კეფალონიაში, 1953 წელს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 450-ზე მეტი, ხოლო დაშავდა ათასობით ადამიანი. გარდა ამისა, ბუნებრივმა კატასტროფამ უდიდესი მატერიალური ზარალიც გამოიწვია.

onalem

ტესტ