fbpx
საბერძნეთი

ზაკინთო: რიგი ”სასიკვდილო სელფის” გადასაღებად!

კუნძულ ზაკინთოზე, ნავაგიოს ცნობილ სანაპიროზე, ტურისტების ნაკადი არ წყდება. თუმცა, აღსანიშნავი ის არის, რომ ე.წ. ”სასიკვდილო სელფის” გადასაღებად გრძელი რიგებია შექმნილი. ეს არის ადგილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრწყინვალე ხედები და ჩაძირული გემი იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. თუმცა, ხალხი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს აქ სურათის გადაღებას.

ბოლო ტრაგედია 5 ივნისს მოხდა. 23 წლის კუბელი გოგონა სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა და ნავაგიოს სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.

ნავაგიოს ყურე მსოფლიოში ცნობილია და უამრავი ტურისტი აქ იმისთვის მოდის, რომ ჩაძირული გემის ფონზე შთამბეჭდავი ფოტო გადაიღოს, თუმცა, ასეთი ტრაგედია აქამდე არ მომხდარა.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კუნძული ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ბევრად პოპულარული გახდა და მისი მონახულება უფრო ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა.

ტურისტები სამოვნებით იღებენ ფოტოებს საკუთარი ხელით და არ ჩერდებიან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირდაპირ იმ მონუმენტთან არიან , რომელიც გარდაცვლილი გოგონას ხსოვნის საპატივცემულოდ დადგეს.

onalem

ტესტ