fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ზაკინთო: გოგონა, რომელიც საკუთარი მამისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა

მცირეწლოვან გოგონას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. დამნაშავე კი თავად გოგონას მამაა.

აღნიშნული მოვლენები კუნძულ ზაკინთოზე ვითარდება. მამაკაცი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გოგონამ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ნათესავს შესჩივლა, ხოლო შემდეგ ექიმებმა სიმართლე დაადგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გოგონამ დახმარებისთვის ნათესავს მიმართა, რადგან, ცხადია, საკუთარი მამის წინაშე სრულიად უმწეო იყო. ის დიდხანს დუმდა და იტანდა მშობლისგან სექსუალურ შევიწროვებას და პირდაპირი ნიშნით ძალადობას.

ზაკინთოს პოლიციის დეპარტამენტი საქმეს გასაიდუმლოებულად იძიებს და სახელებს არ ახმაურებს, რათა კუნძულის ვიწრო საზოგადოებაში გოგონას სტიგმატიზაცია არ მოხდეს და გარდა იმისა, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ხალხის მხრიდანაც არ გახდეს დაცინვის მსხვერპლი.

ამ დროისთვის მამაკაცი დაპატიმრებულია. ის სასამართლოს წინაშე გაუპატიურებისა და ინცესტის ბრალდებით წარსდგება.

onalem

ტესტ