fbpx
კრიმინალი

ზაკინთო: 23 წლის ბიჭი ფოტოს გადაღებისას კლდიდან გადავარდა

ზაკინთოს პორტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 23 წლის ბიჭის სიკვდილი, რომელიც 28 აპრილს კლდიდან გადავარდა, შესაძლოა თვითმკვლელობა იყოს.

ინციდენტი პარასკევს, დაახლოებით 17:00 საათზე, კუნძულის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილზე მოხდა. ხალხმა დაინახა, რომ ბიჭი ცდილობდა აღნიშნულ ადგილას ასულიყო. ინციდენტის შემდეგ, პორტის ხელმძღვანელობამ ბიჭის საძილე ტომარა და ტელეფონი იპოვა, რომელშიც ეგრედ წოდებული სელფი აღმოჩნდა, რის გამოც მათ ჩათვალეს, რომ ის ფოტოს გადაღებისას, შემთხვევით გადავარდა კლდიდან.

თუმცა, შემდგომი გამოძიებით, ხელმძღვანელობამ გამოთქვა ვარაუდი შესაძლო სუიციდთან დაკავშირებით, რომ ბიჭი თავად, განზრახ გადახდა კლდიდან.

23 წლის ბიჭი ტექნიკური კოლეჯის სტუდენტი იყო.

onalem

ტესტ