fbpx
საბერძნეთი

ზაკინთოს: ბარის დაცვის თანამშრომელმა 22 წლის ამერიკელი ტურისტი ცემით მოკლა

22 წლის ამერიკელი ტურისტი, რომელიც საბერძნეთში ზაკინთოსზე დასასვენებლად იყო ჩამოსული, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელმა სასიკვდილოდ სცემა. არა მარტო სცემა, არამედ დანითაც მიაყენა ჭრილობა.

ბარის თანამშრომელი 33 წლის სერბი მამაკაცია, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ უკვე დააკავა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სერბმა თავში მუშტები ურტყა, შემდეგ კი დანით დაჭრა.

საბერძნეთის პოლიციამ 33 წლის მამაკაცის გარდა, კიდევ 7 მამაკაცი, დაკითხვის მიზნით აიყვანა. როგორც ჩანს, დანარჩენი 7 მამაკაციც ჩართული იყო აღნიშნულ ჩხუბში.