fbpx
კატეგორიის გარეშე

ზაკინთო: მთვრალმა ტურისტმა სასწრაფო დახმარების მანქანის გატაცება სცადა

უპრეცენტენტო შემთხვევა კუნძულ ზაკინთოზე მოხდა. ბრიტანელმა ტურისტმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, სასწრაფო დახმარების მანქანის გატაცება სცადა.

კერძოდ, როგორც imerazante.gr იუწყება, ბრიტანელი ტურისტი საავადმყოფოში მოათავსეს. ის არაადეკვატურად იქცეოდა და თავდაპირველად მატერიალური ზარალი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამოიწვია, შემდეგ თანამშრომლებს (ექიმებსა და ექთნებს) ემუქრებოდა, რის შედეგადაც გარეთ გაღწევა შეძლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გატაცება სცადა.

მატერიალური ზარალი აღინიშნება მანქანაშიც.

საბოლოოდ, მისი შეჩერება იქვე, სტაჟიორმა ექიმმა შეძლო და მოგვიანებით ტურისტი პოლიციას გადასცეს.

მსგავსი შემთხვევა კუნძულზე ცოტა ხნის წინაც მოხდა, როდესაც ასევე, ბრიტანელი ტურისტი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ანგრევდა ყველაფერს რაც კი ხელში მოხვდებოდა და აგრესიული იყო ექიმებისა და ექთნების მიმართ.

პოლიციამ ისიც დააკავა.

onalem

ტესტ