fbpx
კრიმინალი

ზაკინთო: 22 წლის ამერიკელი ტურისტის მკვლელობის მიზეზი სელფი გახდა!

22 წლის ამერიკელი ტურისტის სადისტურმა მკვლელობამ, ერთ-ერთ გასართობ დაწესებულებაში, ზაკინთო და მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო.

გამოძიების პროცესში პოლიციამ მკვლელობის მიზეზი დაადგინა. ეს სელფი იყო!

როგორც უკვე ტელევიზია  ANT1-ზე განაცხადეს, ახალგაზრდა ტურისტმა და მისმა მეგობრებმა ბარის მიმტანთან ერთად ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. ბარის დაცვა კი აღნიშნული ფაქტით ძალიან გაღიზიანდა და ამ ყველაფრის ახსნა მოითხოვა. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება 22 წლის ამერიკელსა და დაცვის თანამშრომელს შორის.

ვიდეოში, რომელიც პოლიციისთვის ხელმისაწვდომია, კარგად ჩანს, თუ როგორ გარბის 22 წლის ტურისტი, ხოლო 32 წლის დაცვის თანამშრომელი, სერბეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, მას მისდევს.

ამერიკელი დაიჭირეს და გონების დაკარგვამდე სცემეს. როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის გარდაიცვალა.

onalem

ტესტ