fbpx
კრიმინალი

ომონია: ზაკ კოსტოპულო სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, სანამ მაღაზიაში შევიდოდა (ვიდეო)

Protothema.gr ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ზაკ კოსტოპულო სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრეა დაფიქსირებული. კადრე ჩანს ერთ-ერთი საცხობი, “VENETI”, რომელიც ომონიაზე ძვირფასეულობის მაღაზიასთან ახლოს მდებარეობს. სანამ ზაკი საიუველირო მაღაზიაში შევიდოდა, მანამდე სწორედ ამ საცხობთან არის დაფიქსირებული.

ერთ-ერთმა მამაკაცმა საცხობში წყალი იყიდა  და გარეთ გავიდა, კართან კი ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი კამათობს, სწორედ ამ დროს ჩნდება კადრში კოსტოპულო, რომელსაც ზემოთ აღნიშნული მამაკაცი წყალს სთავაზობს, რათა დაეხმაროს. მათ შორის საუბარი, რაც ვიდეოზე ჩანს, დაახლოებით 32 წამი გრძელდება.

ფაქტია, რომ კოსტოპულო აგრესიულ ქცევას არ ამჟღავნებს, თუმცა, ესაუბრება სამ მამაკაცს.

ამის შემდეგ რა მოხდა, ვიდეოზე არ ჩანს, თუმცა, ზაკი გარდაცვალებამდე საეჭვოდ არ იქცეოდა და არ გამოიყურებოდა ისე, რომ მაღაზიის გაძარცვას გეგმავდა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან უცნობ მამაკაცს მისი დახმარების სურვილი გაუჩინდა, სავარაუდოდ, ის ცუდად გამოიყურებოდა.

ამ დრომდე არ დაკითხულა სამი პირი, რომელიც მას მანამდე ესაუბრა, ვიდრე საიუველირო მაღაზიაში შევიდოდა და ტრაგიკულად დაიღუპებოდა.

onalem

ტესტ