fbpx
პოზიტივი

ყველაზე თანამედროვე კაფეები ათენში

ყველაფერი ათენის სახურავებით დაიწყო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იქცა საზაფხულო კაფე-ბარებად.

ამჯერად კი წარმოგიდგენთ მყუდრო კაფე-ბარებს, რომლებიც ეზოებშია განლაგებული.

Fairytale – ნეა ფილადელფია

მყუდრო ატმოსფერო, რომელშიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახეობის ყავა და ტკბილეული. ის ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

Αυλή – კუკაკი

ფერადი და საყვარელი გარემო, ძველი სახლის ეზოში. აქ ყველაფერი ისეა, როგორც სახლში. შეგიძლიათ დილით მიირთვათ ყავა, შუადღეს ლანჩი, ხოლო საღამოს კოქტეილი შეუკვეთოთ.

Artisanal – კიფისია

ფრანგული გარემო ათენის ჩრდილოეთით – ლამაზი ნეოკლასიკური დეკორი. შეგიძლიათ მიირთვავ ჩაი, ყავა, საუზმე ყოველ დილით და შაბათ-კვირასაც კი 11:00 საათიდან.

Black Duck Garden – პლატია კლათმონოს

სიმწვანე, ფოთლების ჩრდილი და ბრწყინვალე პალმის ხეები – ეს ყველაფერია, რაც აღგაფრთოვანებთ. კაფე დილით ადრე იხსნება და შეგიძლიათ შეუკვეთოთ საჭმელი, კოქტეილი. საღამოს კი ცოცხალი მუსიკა მოგემსახურებათ.

Spiti cocktail bar – ხალანდრი

ეს ადგილი იდეალურია დილით ყავის მისართმევად და კარგი მუსიკის მოსასმენად.

Ιπποπόταμος – კოლონაკი

ცნობილმა კაფემ ათენის ძვირადღირებულ უბანში მფლობელი შეიცვალა, თუმცა, ამ ტერიტორიის სიმბოლოდ მაინც დარჩა. აქ არის არაჩვეულებრივი 50-იანი წლების ატმოსფერო და ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ გადატვირთული ქალაქისგან.

Big Spoon – აგია პარასკევი

ყურადღებიანი სტუმარი შენიშნავს ხისგან შექმნილ მაგიდებს, რაც ამ ადგილის განსაკუთრებული ხიბლია.

Six DOGS – მონასტირაკი

სუფთა ჰაერი ქალაქის ცენტრში, ეზო, რომელიც მუდამ ახალგაზრდებითაა სავსე.

onalem

ტესტ