fbpx
საბერძნეთი

ყველაზე პატარა სკოლა საბერძნეთში, რომელსაც ერთი მოსწავლე ჰყავს

ევროპის კავშირში ყველაზე პატარა სკოლა, რომელშიც მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობს, საბერძნეთში, კუნძულ არკოიზე მდებარეობს.

არკოის ზედაპირი მხოლოდ 6,7 კვადრატული კილომეტრია. ივნისში, კუნძულის ერთადერთმა მოსწავლემ მეორე კლასი დაამთავრა. ახლა 8 წლის ხრისტოს შეუძლია თავისი გრძელი საზაფხულო არდადეგებით ისიამოვნოს.

სკოლის მასწავლებელმა სილია დიმიტრაკოპულომ ერთ-ერთ რადიოში ისაუბრა: ”ასეთ პატარა სკოლაში არასოდეს მიმუშავია. წელს მხოლოდ ერთი მოსწავლე, ხრისტო მყავდა, რომელიც უკვე მესამე კლასში გადავიდა.”

არკოი პატმოსის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და აქ 40 ადამიანი ცხოვრობს. სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ მაქ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოსგან, რომ სკოლას რეგულარულად ემუშავა და ბევრი მოსწავლე ჰყოლოდა. თუმცა, ამჟამად მხოლოდ ხრისტო ჰყავს, რომელთანაც მაქსიმალური ურთიერთგაგება აქვს.

”ძალიან ლამაზი და ნაყოფიერი წელიწადი მქონდა, ამ ბავშვისგან მეც ბევრი რამ ვისწავლე,” აღნიშნა დიმიტრაკოპულომ და განაცხადა, რომ სკოლა მომავალ წელსაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.

onalem

ტესტ