fbpx
სხვადასხვა

ყველაზე მშვენიერი რესტორნები და ბარები სახურავებზე ათენში

თუ ათენში შენობის სახურავებზე განთავსებულ რამდენიმე ბარსა და რესტორნებს ესტუმრებით, ეს უბრალო გასეირნება თქვენთვის ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაჩვეულებრვი კერძები და კოქტეილები.

”The Zillers” – მეტროპოლეოს ქუჩა

მეტროპოლეოს სკვერის ტერიტორიაზე სასტუმროს სახურავზე განთავსებულია რესტორანი ”The Zillers”. ეს არის ბრწყინვალე შენობა, რომელიც 1895 წელს აშენდა. რესტორნიდან იშლება აკროპოლის ხედები. ეს არის ადგილი სადაც კოქტეილების ყველაზე დიდი არჩევანია.

”Andaman” – ტაილანდის კუთხე ათენში

შეიძლება ითქვას, რომ ათენში ”Andaman” ყველაზე ეგზოტიკური ადგილია. მაგიური ბაღი თავს ტაილანდში გაგრძნობინებთ. ბოლო სამი წლის მანძილზე მომხმარებელს თითქმის ყველა ტაილანდური კერძის დაგემოვნება შეუძლია.

”A For Athens” – ბერძნული კულტურა კოქტეილით

ეს ტერასა საშუალებას გაძლევთ დატკბეთ აკროპოლის ხედით და პლაკას სილამაზით. რესტორანი 2011 წელს გაიხსნა და კლიენტებს არა მხოლოდ კარგი ხედებით, არამედ უმაღლესი ხარისხის სასმლით იზიდავს და სეზონზე, დღეში 1000 სტუმარი მაინც ჰყავს.

”Mira” – შეხედეთ პირეოსს ახლებურად

პირეოსში მდებარე ეს ტერასა, რომლის სახელიც ესპანურად ნიშნავს ”შეხედე”, დაუვიწყარ ხედებს გთავაზობთ. აქ მუშაობენ ცნობილი შეფ-მზარეულები და საუკეთესო ბარმენები. ბარ-რესტორნის სტუმრობის შემდეგ, ეს ადგილი უდავოდ თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობი გახდება.

onalem

ტესტ