fbpx
საბერძნეთი

ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – საბერძნეთი მოწინავე პოზიციებზე

Henley Passport Index-ის მიხედვით იაპონია პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა პასპორტსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს და რომლის მფლობელსაც 190 ქვეყანაში უვიზოდ შეუძლია იმოგზაუროს. ამ ქვეყნებს შორის კი ბოლო ადგილზე მეინმარია.

ცხადია, პასპორტის ძალა განისაზღვრება იმით, თუ რა მასშტაბით შეუძლია მის მფლობელს გადაადგილება, ყოველგვარი სავიზო პროცედურების გარეშე. საბერძნეთი ამ კუთხით პირველ ათეულში შედის და ბერძნული პასპორტის მქონე ადამიანს შეუძლია უვიზოდ წავიდეს მსოფლიოს 183 ქვეყანაში. მხოლოდ 43 ქვეყანაა ისეთი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეებს ვიზის ქონას სთხოვს.

იხილეთ სრული სია:

  1. იაპონია  – 190 ქვეყანა
  2. სინგაპური – 189
  3. გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა – 188
  4. დანია, ფინეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი – 187
  5. ნორვეგია, ავსტრია, ლუქსემბურგი, პორტუგალია – 186
  6. ბელგია, შვეიცარია, ირლანდია, კანადა – 185
  7. ავსტრალია, საბერძნეთი, მალტა – 183
  8. ახალი ზელანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა – 182
  9. ისლანდია – 181
  10. ურუგვაი, სლოვენია, მალაიზია – 180.

 

onalem

ტესტ