fbpx
საზოგადოება

“ყველაფერი მქონდა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი” – საკუს რუვას

საკის რუვამ ერთ-ერთ ბერძნულ მედია საშუალებას ინტერვიუ მისცა, რომელშიც გულახდილად საუბრობს პირად ცხოვრებაზე. მან ისიც განმარტა, აპირებს თუ არა კიდევ ერთი შვილის გაჩენას ვარსკვლავური წყვილი.

“კატია ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტია. ის ჩემი პარტნიორია 15 წლის მანძილზე. ჩვენ ვიზიარებდით ყველაფერს, გამოცდილებას, ენერგიას… მე მისი მჯერა ბევრ საქმეში, რადგან კარგი ინტუიცია აქვს და ჩემი მხარდამჭერია.

ხანდახან გვქონდა კრიტიკული მომენტები, როცა 29 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. პირველი დახმარება სწორედ ჩემი მეორე ნახევრისგან იყო. კატია იყო ის, ვინც გზა მიჩვენა. მაჩვენა, რომ მე მქონდა შინაგანი ძალა და ყველაფერი დალაგდა.

სამყარო შეიცვალა, როცა პირველი შვილი გვეყოლა, შემდეგ კი დანარჩენებიც. შევიცვალე, როცა გავაცნობიერე, რომ ისინი უნდა დამებანა, გამომეცვალა, მევლო მათ წვეულებებზე. ეს ყველაფერი ნამდვილი ნირვანაა.

ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სხვების პატივისცემა. არ გრძნობდნენ, რომ რადგან ისინი განსხვავებულ სახლში იზრდებიან, სხვებისგან განსხვავდებიან. ისინი ხშირად გვეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას. ჩვენთვის ბავშვების საკითხი დახურულია. ახლა სრულყოფილი ოჯახი ვართ.”

onalem

ტესტ