fbpx
კრიმინალი

ყოფილ პრემიერთან გაგზავნილი ბომბის პაკეტი ადრესატთან მისვლამდე სამჯერ შემოწმდა

ბომბის პაკეტი, რომელიც საბერძნეთის ყოფილ პრემიერს ხელში აუფეთქდა, 3-ჯერ შეამოწმეს. ბერძნული მედიის ცნობით, ტექნიკური შემოწმების შედეგად სხვა მსგავსი ბომბების არსებობა ჯერ არ დასტურდება.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ტერორისტებმა ბომბის დასამზადებლად გამოიყენეს ტექნიკა, რომელიც შესაძლებელია, რომ დამალული იყოს თავად ასაფეთქებელი ნივთიერების დასადგენი მოწყობილობებისთვის. ბომბის პაკეტი შემოწმდა სამჯერ. პირველად საფოსტო ოფისში, შემდეგ საბერძნეთის ბაკის ოფისში და შემდეგ პარლამენტში. არცერთი შემოწმების შედეგად, ბომბი არ აღმოჩენილა.

პაკეტი ლუკას პაპადიმოს მისამართზე, ნეო ფსიხიკოში იყო გაგზავნილი. ხოლო გამგზავნი აკადიმიაზე იმყოფებოდა. მაღალი თანამდებობის პირების მისამართით გაგზავნილი წერილი ჯერ საფოსტო ოფისში გადის შემოწმებას. პრემიერ მინისტრი თავის ოფისში მივიდა, რომელიც საბერძნეთის ეროვნულ ბანკთან ახლოს მდებარეობს. ბანკის ოფისში პაკეტმა მეორე შემოწმება სწორედ აქ გაიარა. ხოლო მესამე ჯერზე პაკეტი პარლამენტში შემოწმდა.

ფაქტია, რომ თავდამსხმელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მუშაობს სახელმწიფო შემმოწმებელი სისტემა.

საბერძნეთის პარლამენტი და ეროვნული ბანკი იყენებს შემოწმების მსგავს სტრუქტურას – რენტგენს, რათა პაკეტებში მეტალის შემცველობა აღმოაჩინოს. აღჭურვილობა დამზადებულია 2003 წელს და არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

აღნიშნული სისტემა ძველია და მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებში. საბერძნეთის საიდუმლო სამსახურმა მთავრობას ახალი ტექნიკის მოთხოვნით ბევრჯერ მიმართა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა მანადე, სანამ მწვავე ფაქტება არ იჩინა თავი.

onalem

ტესტ